2 880 702
info@moneto.ge

სრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით

ონლაინ სესხის გადავადება შესაძლებელია Paybox და TBCPAY სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით. აირჩიეთ “ბანკები, დაზღვევა, მიკროსაფინანსო → moneto.ge → სესხის გადავადება”, მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი ან სესხის ნომერი და შეიტანეთ გადავადებისთვის საჭირო თანხა.

ბანკის განყოფილებებისა და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით

ბანკის განყოფილებებისა და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით

ინტერნეტ ბანკი

სესხის დააფარვა ხდება საბანკო ბარათის მეშვეობით, თქვენი პირადი ანგარიშიდან, ჩვენს პირად ანგარიშზე საჭირო თანხის გადმორიცხვით.

ბანკის ფილიალებში სესხის დაფარვისთვის მიუთითეთ:

1. მიმღების დასახელება - შპს პროფაინანსი

დანიშნულება – სესხის გადავადება (X-ის ნაცვლად სესხის ნომერი)

3. თქვენი პირადი ნომერი

4. მიმღების ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი - ანგარიშის ნომერი: GE16BG0000000690065700

თიბისი ბანკი - ანგარიშის ნომერი: GE74TB7500936080100004

ბანკი რესპუბლიკა - ანგარიშის ნომერი: GE04BR0000010449496649

ლიბერთი ბანკი - ანგარიშის ნომერი: GE53LB0113165503661001

გახსოვდეთ, არასამუშაო საათებში გადახდილი თანხა აისახება მომდევლო სამუშაო დღეს.

ხელშეკრულება

  1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამსესხებელი – შპს „4ფინანსი“ (ს/ნ 401978605, მის: თბილისი, ც. დადიანის ქ.#7, ელ. ფოსტის მის: info@vivus.ge;

ბ) მსესხებელი – ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

გ) სესხის ხელშეკრულება – გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით).

დ) ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) – გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

ე) სესხის განაცხადი – გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.

ვ) ოფერტი – მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი; აღნიშნულით ასევე დასტურდება  მისი თანხმობა სესხის დამტკიცების მიზნით მისი ინფორმაციის გადამოწმებაზე, მათ შორის სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრაციის #06/5-51), სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ა.შ.

ზ) აქცეპტი – გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან;

თ) სესხის თანხა – თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

ი) პროცენტი (საკომისიო) – სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც (სასყიდლის ფორმით) მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად;

კ) პირგასამტეხლო – მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;

ლ) სესხის გადავადების საფასური – მომსახურების საფასური, რაც გადაიხდება სესხის ვადის გადავადებისათვის;

მ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში – გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ვებგვერდზე;

ნ) მსესხებლის საბანკო ანგარიში – მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ, ან რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;

ო) იდენტიფიკაცია – მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);

პ) მიმდინარე დავალიანება – მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;

ჟ) სესხის დაბრუნების თარიღი – სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება;

რ) სესხის ვადა – გამსესხებლის ვებგვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებგვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;

ს) გადავადება – გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება მსესხებლის მიერ საკომისიოს გადახდის შემდგომ;

ტ) გამსესხებლის ვებგვერდი – www.vivus.ge

უ) პერსონალური კოდი – მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.

  1. ზოგადი დებულებები

2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

ა) არის ფიზიკური პირი 20-დან 65 წლამდე;

ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

დ)არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

ე)არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ვ)არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არარსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სს „კრედიტინფო საქართველოს“ ერთიან ბაზაში), რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.3. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში.

...
...