2 880 702
info@moneto.ge
I

გაიარეთ რეგისტრაცია სწრაფად და მარტივად.

MONETO-ს მთავარ გვერდზე, კალკულატორის მეშვეობით მიუთიეთ სასურველი თანხა და ვადა, დააჭირეთ ღილაკს „აიღე სესხი“,რეგისტრაციის გვერდზე, შეავსეთ ყველა მარტივად შესავსები ველი. მიუთითეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. გაიარეთ რეგისტრაცია და გაეცანით სესხის აღების ინსტრუქციას სწრაფად და მარტივად. რეგისტრაციისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნები ასაკი - 22-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე ID ბარათი, პირადობის მოწმობა ან პასპორტი მოქმედი პირადი ელ. ფოსტა და მობილური ნომერი

II

დაადასტურეთ აპლიკაცია

დაადასტურეთ სესხის აღების პირობები, არჩეული თანხა და სესხის ვადა თანხის მისაღებად.

III

მიიღეთ თანხა 5 წუთში

დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენს მიერ არჩეული თანხა დაგერიცხებათ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 5 წუთში. ჩვენ ონლაინ რეჟიმში მომენტალურად ვიღებთ თქვენს განაცხადს და მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად ვიღებთ გადაწყვეტილებას.





სესხის ხელშეკრულება

წინამდებარე aხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შპს “პროფაინანსი” (ს/კ402028514) გასცემს სესხს, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა, გადაიხადოს დარიცხული პროცენტი/პირგასამტეხლო/სხვა ფულადი სახდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

მსესხებლის მიერ, გამსესხებლის ვებ-გვერდზე არსებული ელექტრონული განაცხადის შევსება და დათანხმება ადასტურებს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაცნობას და თანხმობას მის პირობებზე.

დეფინიციები

თუ წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სპეციალური ხელშეკრულებ(ებ)ით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი/მათი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, წინამდებარე ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ში შემდეგ ტერმინებსა და გამოთქმებს ექნებათ შემდეგი

მნიშვნელობები:

ა) გამსესხებელი - შპს „პროფაინანსი“, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი-(402028514), იურიდიული მისამართი:თბილისი, სლ. მეტრეველის ქ. 18. ელ. ფოსტა: info@moneto,ge

ბ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელმაც წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხი გამსესხებლისგან.

გ) მხარე - გამსესხებელი ან მსესხებელი; მხარეები- ორივე მხარე ერთობლივად;

დ) სესხის ხელშეკრულება, (ხელშეკრულება- წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, დადებულია ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით და მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს.ხელშეკრულების დადებაზე ელექტრონულად ნების გამოვლენა ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით;

ე) სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა სესხის მოთხოვნის შესახებ, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების დადებაზე;

ვ)მოწვევა ოფერტზე - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

ზ) ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებული პირობების გაცნობისა და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;

თ) აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით.

ი) სესხის თანხა - თანხა, რომელსაც გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს მის მიერ დადასტურებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით და რომელიც ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

კ) სესხის ვადა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებ-გვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით არის დადასტურებული;

ლ) მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტული დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხული სესხის პროცენტს, პირგასამტეხლოსა და სხვა ასანაზღაურებელ ხარჯებს;

მ) სესხის პროცენტი შემდგომშიპროცენტი/სარგებელი/საკომისიო- სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრული პროცენტი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად; პროცენტის ოდენობა განისაზღვრება სესხის თანხისა და ვადის მიხედვით, რომლის დაანგარიშების წესი განთავსებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე;

ნ) პირგასამტეხლო (ჯარიმა) - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

ო) სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის, პროცენტის და სხვა დარიცხული ფულადი ვალდებულების სრულად გადახდის ვალდებულება;

პ) სესხის გადავადება - გამსესხებლის თანხმობით, მსესხებლის მიერ გადავადების საფასურის გადახდის შემდეგ,

სესხის ვადის გაგრძელება;

ჟ) იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1თეთრი) გადარიცხვა ან/და გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);

რ) გამსესხებლის ვებ-გვერდი - ვებ-გვერდი www.moneto.ge,რომლის საშუალებითაც მსესხებელს აქვს შესაძლებლობა,შეავსოს განაცხადი სესხის მისაღებად, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და განახორციელოს გამსესხებლის მიერ ნებადართული სხვა მოქმედება;

ს) პერსონალური კოდი - გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის;

ტ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს კომერციულ ბანკ(ებ)ში და რომლის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე;

უ) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს რომელიმე კომერციულ ბანკში და რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ ან რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;

 

ფ) ფორსმაჟორი - მხარეებისათვის გადაულახავი და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას და არ არიან დაკავშირებული „გამსესხებლის“ ან „მსესხებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან.

 

  1. სესხის ხელშეკრულების დადება

1.1 გამსესხებლის ვებ-გვერდზე არსებული სესხის შეთავაზება წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე.

1.2მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მსესხებელი გააკეთებს სესხის მიღებასთნ დაკავშირებულ განაცხადს (ოფერტს), რასაც მოჰყვება გამსესხებლის თანხმობა (აქცეპტი) და განხორციელდება სესხის თანხის მსესხებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა.

1.3ოფერტის გაკეთება- სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებ-გვერდზე ელექტროულად ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მსესხებელი უთითებს მისთვის სასურველ სესხის ოდენობასა და ვადას. სესხის განაცხადის შევსებით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი შპს “პროფაინანსი”-ის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებასა და გამსესხებლისვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, სრულად აცნობიერებს მათ შინაარსა და სამართლებრივ შედეგებს, მოცემული პირობები მისთვის სრულიად მისაღებია, ეთანხმება მათ და აკეთებს ოფერტს ამ პირობებით სესხის ხელშეკრულების დადების შესახებ.

1.4იდენტიფიკაცია-სესხის განაცხადის შევსების შემდეგ ხდება იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის გადამოწმების მიზნით მსესხებლის მიერ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის - 1თეთრის - გადარიცხვას ან/და გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმებას.

1.5აქცეპტის გაკეთება- იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე.

1.6გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. სესხი გაცემულად ითვლება და წინამდებარე ხელშეკრულება შედის ძალაში გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ ნების გამოვლენის მომენტიდან, სესხის თანხის მსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის სახით.

1.7გამსესხებელი უფლებამოსილია უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს.

გამსესხებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.

1.8 თუ გამსესხებელი უარს განაცხადებს მსესხებლისათვის სესხის გაცემაზე, მაშინ ითვლება, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.

2.ფულადი ვალდებულების შესრულების პირობები

2.1მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებელი სესხის თანხას და პროცენტს (საკომისიოს) გადაუხდის გამსესხებელს,სესხის ვადის ბოლო დღეს. თუ გადახდის დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.

2.2მსესხებელი უფლებამოსილია გადახდა განახორციელოს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება,გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

2.3გადახდა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს გამსესხებლის მიერ დადგენილი ალტერნატიული გზებით, როგორიცაა სწრაფი გადახდის ტერმინალები და სხვა ალტერნატიული საშუალებები, რომელიც გამსესხებელმა შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახადოს მსესხებლისათვის.

2.4ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მსესხებელს.

2.5გადახდა ხორციელდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი იქნა გაცემული.

2.6მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანისას დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარისა და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.

2.7თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

2.8ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობა: თუ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები სრულიად ვერ ფარავს მსესხებლის ფულად ვალდებულებას, პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო/ჯარიმები, შემდეგ დარიცხული სესხის პროცენტი, სხვა ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის სესხის პროცენტის და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება. მსესხებელი აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

2.9სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების სრულად ჩარიცხვას. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.

3.სესხის გადავადება და ახალი სესხის მიღება

3.1სესხის ვადის გადავადებისთვის მსესხებელმა, სესხის ვადის გასვლამდე, უნდა მიმართოს გამსესხებელს თხოვნით, სესხის გადავადების შესახებ.

3.2სესხის გადავადებისათვის მსესხებელი გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით იხდის სესხის გადავადების საფასურს, რომლის ოდენობა და დაანგარიშების წესი მოცემულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე. მსესხებელი ვალდებულია, მიუთითოს გადახდის დანიშნულება - „ვადის გაგრძელება“. საფასურის გადახდის შემდგომ გამსესხებელი უგზავნის მსესხებელს შეტყობინებას ვადის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სესხის გადავადების საკომისიო მსესხებელს არ დაუბრუნდება და ჩაეთვლება გადასახდელი ფულადი ვალდებულების ანგარიშში.

3.3გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად უარი განაცხადოს სესხის ვადის გაგრძელებაზე და აღნიშნულ შემთხვევაში იგი ვალდებული არ არის მსესხებელს განუმარტოს გადავადებისათვის უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.

3.4სესხის გადავადებაზე გამსესხებლის უარის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია არაუგვიანეს სესხის დაბრუნების თარიღისა, დაუბრუნოს გამსესხებელს სესხის თანხა და გადაიხადოს შესაბამისი პროცენტი(საკომისიო).

3.5გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ.ინდივიდუალური გრაფიკი, რომლის შედგენის საკომისიო და სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა სპეციალური შეთანხმებით.

3.6მიმდინარე სესხის სრულად დაფარვის შემდგომ, მსესხებელი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრული წესით მიიღოს ახალი სესხი, რომელზეც გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების რეგულაციები, ახალი სესხის აღების დროისთვის არსებული მდგომარეობით.

4.მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრლებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს მსესხებლის პასუხისმგებლობას წინამდებარე ხელშეკრულებისა ან/და კანონმდებლობის შესაბამისად.

4.2მსესხებელი პასუხისმგებელია იმ ზიანისთვის, რომელიც დადგა მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის შედეგად, კერძოდ მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე, ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, გამსესხებლის ვებგვერდზე რეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ასევე ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე,რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.

4.3მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია დაარიცხოს მსესხებელს პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის (სესხის თანხისა და პროცენტის) 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა შესაძლებელია გაგრძელდეს მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

4.4გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 4.3-ე პუნქტში განსაზღვრული შემთხვევისა, წინამდებარე

ხელშეკრულებით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი ფულადი

ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, გამსესხებელი უფლებამოსილია დაარიცხოს მსესხებელს პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა შესაძლებელია გაგრძელდეს მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

4.5ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის, სესხის პროცენტისა და სხვა სახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვისაგან.

 

 

  1. ფორსმაჟორი

5.1  მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.

5.2 თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

5.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.

 

6.ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა

6.1მსესხებელი არ არის უფლებამოსილი, ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, გარდა ამ ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

6.2მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის თანხის ვადაზე ადრე დაბრუნება მთლიანად/ნაწილობრივ, რა დროსაც მსესხებელი ვალდებულია სესხის დაბრუნებასთან ერთად გადაუხადოს გამსესხებელს სესხის პროცენტი, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სესხის პროცენტი გადასახდელი იქნებოდა სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღისათვის.

6.3მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობითი ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, განახორციელოს სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდა.

6.4 გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოსთხოვოს მსესხებელს სესხის თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს და სხვა სახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა, იმ შემთხვევაში თუ:

6.4.1მსესხებელმა გადააცილა მიმდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას სულ ცოტა 10

კალენდარული დღით.

6.4.2გაუარესდა ან უახლოეს მომავალში მოსალოდნელია გაუარესდეს მსესხებლის ფინანსური ან/და ქონებრივი მდგომარეობა, რითაც, გამსესხებლის აზრით, საფრთხე შეიძლება შეექმნას სესხის ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.

6.4.3მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებას.

6.4.4გამსესხებლისათვის ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია.

6.5გამსესხებელი აგრეთვე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6.6ხელშეკრულების გამსესხებლის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოსა ჩათვლით.

6.7მსესხებელს წერილობით ეგზავნება ფულადი ვალდებულების (სესხის თანხის, პროცენტის,

პირგასამტეხლოსა და სხვა სახდელების ჩათვლით) გადახდის მოთხოვნა, რომელიც მისი მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ მსესხებლის მიერ უნდა შესრულდეს მთლიანი მოცულობით.

6.8 გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებები რჩება ძალაში.

7.კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვა

7.1გამსესხებელი უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის პერსონალური მონაცემები, ასევე გადასცეს მესამე პირებს და მიიღოს მათგან მსესხებელზე მონაცემები. ამგვარი მონაცემები შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობისთვის ან/და ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად.

7.2ამ ხელშეკრულებაზე თანხმობით, მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას:

7.2.1.მსესხებლის შესახებ ინფორმაცია, მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე, გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204470740), (ასევე სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.

7.2.2.გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე ვალის წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, პროცენტის (საკომისიოს) ოდენობას, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ ვალთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო/საარბიტრაჟო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო/საარბიტრაჟო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს;

7.2.3. მისცეს თანხმობა სს „კრედიტინფო საქართველოს“, (ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას),რომ გამსესხებლის მიერ სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ მიწოდებული მსესხებლის მონაცემები სს„კრედიტინფო საქართველომ“ გადასცეს მესამე პირებს, იმ პირობით, რომ გამსესხებლის მიერ მიწოდებული მსესხებლის მონაცემების მიწოდება მოხდება იმ პირებისთვის, რომლებიც თავადაც აწვდიან სს „კრედიტინფო საქართველოს“ აღნიშნული ხასიათის მონაცემებს და რომელთაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება სს „კრედიტინფო საქართველოსთან“;

7.2.4.მოიძიოს, მიიღოს და გამოიყენოს ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოსთან”, ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულების მონაცემთა ბაზაში არსებული მსესხებლის მონაცემები.

7.2.5.მსესხებლის პერსონალური მონაცემები, მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე, გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს, პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე კომპანიებს, თანხის გადარიცხვის სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა პირებს. მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით,მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით (მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

7.2.6.გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს გამსესხებლის ხელთ არსებული ინფორმაცია, მსესხებლის შესახებ,

მსესხებლის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, მსესხებლის მიერ ნებადართულ პირებს, გამსესხებლის შვილობილ და მონათესავე საწარმოებს, გამსესხებლის მომწოდებლებს;

7.2.7. გამოიყენოს ინფორმაცია მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის შესახებ და გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია გამსესხებლის შვილობილ, მონათესავე ან სხვა ნებისმიერ პირებს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზებების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია გამსესხებლის მიერ მოპოვებული იქნება სხვადასხვა წყაროებიდან, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს მსესხებლის მიერ შევსებულ განაცხად(ებ)ს, მსესხებლის მიერ განხორციელებული ოპერაცი(ებ)იდან, გამოკითხვ(ებ)იდან და კვლევ(ებ)იდან (რომელიც მოიცავს მსესხებელთან დაკავშირებას ელექტრონული ფოსტით, ინტერნეტით, ტელეფონით ან სხვა საშუალებით), და ასევე სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს და მარკეტინგულ ორგანიზაციებს;

7.2.8. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს მსესხებლის შესახებ დაცული ინფორმაცია(მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან.

7.3 გამსესხებლის მიერ წინამდებარე მუხლში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება გამსესხებლის მიზნებს და ინტერესებს, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადებისა.

7.4თუ მსესხებელი თვლის, რომ მის შესახებ გამსესხებელთან არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს გამსესხებელს აღნიშნულის შესახებ.

7.5მსესხებელი ადასტურებს და კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირების შესახებ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შესახებ მიღებული აქვს ნებართვა მონაცემთა სუბიექტებისაგან, მათი გამსესხებლის მიერ დამუშავების შესახებ.

8.შეტყობინება

8.1წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეტყობინება მსესხებელს შეიძლება გაეგზავნოს:

ა. მის მიერ მითითებულ მისამართზე;

ბ. მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

გ. მის მიერ მითითებულ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით;

დ. ფაქსის ან სხვა ელექტრონული საშუალების სახით.

8.2კურიერის, დაზღვეული საფოსტო გზავნილის ან სხვა ნებისმიერი საშუალებით მსესხებლის საცხოვრებელ მისამართზე წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი, პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას.

8.3შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.

8.4ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების მომენტიდან, ან შესაბამისი ქმედების განხორციელებით შეტყობინების მიღების დადასტურების მომენტიდან. ასეთი დადასტურების გარეშე შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება 3 (სამი) საათის განმავლობაში მისი გაგზავნის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, შემდგომში დაადასტურებს თუ არა ადრესატი შეტყობინების მიღებას.

8.5გამსესხებლის მიერ შეტყობინების ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების 8.6-ე პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8.6შეტყობინების საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის.

8.7მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის, გადასახდელი პროცენტის, პირგასამტეხლოს ან სხვა სახდელის გადაუხდელობას.

8.8მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ მისამართებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან მის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

8.9თუ გამსესხებელმა მსესხებელს, მის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე, ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს მსესხებლისგან გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

8.10წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ გამსესხებელმა გადასცეს მსესხებლის პერსონალური ინფორმაცია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს (ს/კ: 203836233) წინამდებარე  ხელშეკრულებით განსაზღვრული შეტყობინების მიწოდების მიზნებისთვის.

 

9.უფლებამონაცვლეობა

 

9.1გამსესხებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს, გაყიდოს, გადასცეს მესამე პირს, მსესხებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

9.2ვალის გადაკისრება: მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელ

შეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

9.3ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

10.მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

10.1წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.2წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ მოლაპარაკების გზით.

10.3შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.

11.სხვა პირობები

11.1სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

ა) არის სრულწლოვანი ფიზიკური პირი.

ბ) არის სრული ქმედუნარიანი, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ.

გ) მის მიერ განაცხადის შევსება ხდება ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან სხვა მესამე პირთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, თუ სხვა აკრძალული ქმედების გამოყენების გარეშე, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

დ) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებები, გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

ე) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ან სხვა ვადაგადაცილებულ ვალდებულებათა ბაზაში;

ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

ზ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად,

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

თ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია.

11.2 მსესხებელი ადასტურებს, რომ მის მიერ სესხის განაცხადში მითითებული ყველა მონაცემი არის ნამდვილი და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მათ სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. მსესხებელი აცნობიერებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც დადგება არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში. სასესხო განაცხადის შევსების შემდეგ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია, მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა, გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

11.3მსესხებელი ვალდებულია გამსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება გამსესხებლის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

11.4მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში და მას აქვს ამ ანგარიშითა და მასზე არსებული ფულადი საშუალებებით სრული და შეუზღუდავი სარგებლობის უფლება.

11.5ხელშეკრულება ძალაში შედის გამსესხებლის აქცეპტისა და სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვის მომენტიდან და მოქმედებს მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

11.6თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების დანარჩენი პირობების სამართლებრივ ძალაზე.

 

იმისათვის, რომ გაიაროთ იდენტიფიკაცია და მიიღოთ თანხა, თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხეთ 1 თეთრი. მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ გადმორიცხული 1 თეთრი აისახება ჩვენთან, დამტკიცებული თანხა 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

ერთი თეთრის გადმორიცხვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკიდან ან ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან.

ყურადღება: 1 თეთრი უნდა გადმორიცხოთ მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ონლაინ სესხი არ გადმოგერიცხებათ.

მიმღები: შ.პ.ს. პროფაინანსი

ჩვენი საბანკო ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE16BG0000000690065700

თიბისი ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE74TB7500936080100004

ბანკი რესპუბლიკა

ანგარიშის ნომერი: GE04BR0000010449496649

ლიბერთი ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE53LB0113165503661001

გთხოვთ, 1 თეთრის გადმორიცხვისას დანიშნულებაში/აღწერილობაში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი შემდეგი ფორმატით XXXXXXXXXXX.

...